ტრავმა და დანაკალისი - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთშია
Aa
Aa

ტრავმა და დანაკალისი - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთშია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპანეთშია.

უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა დაისვენა და გეზი ესპანეთის ქალაქ ხაენისკენ აიღო. სტამბოლისა და მალაგის გავლით, საქართველოს ნაკრები ხაენში 27 ნოემბერს,  ჩავიდა და ძალების აღდგენას შეუდგა.

მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, კალათბურთელებს მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები, სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში ჩაუტარდათ, დარჩენილი დრო კი მოთამაშეებმა დასვენებას დაუთმეს.

საქართველოს ნაკრები პირველ ვარჯიშს ხაენის დარბაში დღეს საღამოს ჩაატარებს, ესპანელებმა კი ვარჯიში გუშინაც მოასწრეს. 

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები ესპანეთში 12 კალათბურთელით ჩავიდა. უკრაინასთან შეხვედრაში დაშავებული მერაბ ბოქოლიშვილი თბილისში დარჩა და სამატჩო გაცხადი ლუკა მაზიაშვილმა შეავსო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, 29 ნოემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან"