Aa
Aa

"ვჩქარობდით და ვნერვიულობდით" - ალეგრი ატალანტასთან მარცხის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი მარცხი განიცადა. „ბებერმა ქალბატონმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. „ბიანკონერიმ“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუარესა. მატჩის დასრულების შემდეგ ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

ალეგრი:

„დღევანდელი მატჩი „ლაციოსთან“ და „ფიორენტინასთან“ დაპირისპირებას ჰგავდა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ის მომენტები, რომლებიც შევქმენით. ვჩქარობდით და ვნერვიულობდით. როდესაც დიდ ხანს გოლი ვერ გაგაქვს, ნერვიულობა და უზუსტობა მატულობს. მუშაობას გავაგრძელებთ და ხარისხის გამოსწორებას ვეცდებით.

არის მომენტები, როდესაც საქმეები კარგად არ მისდის, მაგრამ მჯერა დღევანდელი „იუვენტუსი“ ძლიერია და მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ჩემი გუნდის მჯერა და დღევანდელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს ვერაფერს ვეტყვი.

სატურნირო ცხრილში კარგ პოზიციაზე არ ვიმყოფებით, თუმცა ამ საფეხურზე ყოფნა დავიმსახურეთ. მშვიდად მუშაობისთვის ზედმეტი ზეწოლა უნდა მოვიშოროთ. მოდით ყველამ ერთად ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ და ეს „სალერნიტანასთან“ გავაკეთოთ, თუმცა არც იქ გველოდება ადვილი შეხვედრა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ წაგების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. „ბებერი ქალბატონი“ ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება. მომავალ ტურში „ბიანკონერი“ „სალერნიტანას“ ესტუმრება. მატჩი 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები