Aa
Aa

"რანგნიკისგან ბევრი რამ ვისწავლე" - ტუხელი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი გაწვრთნის. ამასთან დაკავშირებით, „არისტოკრატების“ თავკაცმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტუხელი:

„რალფ რანგნიკი პირადად მე ძალიან დამეხმარა. ის ჩემი მწვრთნელი იყო და უამრავი რამ მასწავლა. მან ჩემზე და არა მარტო ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. რალფმა ფეხბურთი სწორი კუთხით დამანახა. უკვე ბევრს ვლაპარაკობ, რანგნიკი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

პრემიერ ლიგა ძლიერი ჩემპიონატია და წინასწარ არავის ჩამოწერა არ შეიძლება. ამას არასდროს ვაკეთებ.. „მანჩესტერ იუნაიტედი“ უმაღლესი დონის კლუბია, რომელსაც დიდებული მოთამაშეები ჰყავს. რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ვეცდებით.. 3 ქულა ჩვენი პრიორიტეტია.

მოწინააღმდეგეს საკუთარი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დაინახავს, თუ რა დონის ვარსკვლავებთან გვაქვს საქმე. თავისუფლების მიცემის შემთხვევაში „იუნაიტედი“ ბევრჯერ დაგვსჯის.“

სატურნირო ცხრილი

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგას „ჩელსი“ 29 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, „წითელი ეშმაკები“ 17 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები