ძიუდო: ევროპის გუნდური ჩემპიონატი - საქართველო ჩემპიონია
Aa
Aa

ძიუდო: ევროპის გუნდური ჩემპიონატი - საქართველო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია! რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ნიდერლანდების ნაკრები 4-3 დაამარცხეს და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). მარცხი: სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ).

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტები თურქებს დაუპირისპირდნენ და მსგავსად მეოთხედფინალისა აქაც 4:2 გაიმარჯვეს. გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), 90 ლუკა მაისურაძე (-90) მარიამ ჭანტურია (-70 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). მარცხი: ფრიდონ გიგანი (73 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ).

ფოტო - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები