სოჭის გრან-პრი - მორის ყვითელაშვილი გამარჯვებულია
Aa
Aa

სოჭის გრან-პრი - მორის ყვითელაშვილი გამარჯვებულია

სოჭში მიმდინარე გრან-პრი ქართველ გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს. ხსენებულ ასპარეზზე ქართველი ფიგურული სტილით მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იღებს მონაწილეობას. მორისმა გუშინ მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარმოადგინა და თავი 95.37 ქულას მოუყარა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ისტორიაში პირველად, ყვითელაშვილმა ISU-ს ეგიდით ჩატარებულ გრან-პრიზე გაიმარჯვა. როგორც უკვე მოგახსენეთ მორისმა მოკლე პროგრამაში 95.37 ქულა დააგროვა, ხოლო დღეს თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილზე გავიდა, ჯამში 266.33 ქულას მოუყარა თავი და პირველი ადგილი დაიკავა.

თავისუფალ პროგრამაში პირველი ადგილი მიხაილ კოლიადამ დაიკავა, თუმცა პირველ დისციპლინაში მეოთხე ადგილს დასჯერდა და ჩემპიონობისთვის საერთო ჯამში ქულები აღარ ეყო. მიხაილმა 264.64 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები