NBA გადამწყვეტ ფაზაში - ბოლო 8 გუნდი გარკვეულია!
Aa
Aa

NBA გადამწყვეტ ფაზაში - ბოლო 8 გუნდი გარკვეულია!

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ კონფერენციის 1/2 ფინალური წყვილები დაკომპლექტდა. 

დასავლეთ კონფერენციის 1/4 ფინალში ყველაზე დაძაბული "კლიპერსისა" და "იუტას" სერია გამოდგა, რომლის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი "ჯაზმა" დამაჯერებლად მოიგო და შემდეგ ეტაპზე "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდება. 

ამ კონფერენციის მეორე 1/2 ფინალში "ჰიუსტონი" და "სან ანტონიო" შეხვდებიან. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, იქ "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" სერიაში პირველი მატჩი უკვე ჩატარდა და ის "სელტიკსმა" 123:111 მოიგო. 

"კლივლენდი"-"ტორონტოსა" და "ჰიუსტონი"-"სან ანტონიოს" სერიები დღეს ღამით გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები