კანავარო:
Aa
Aa

კანავარო: "რონალდუსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაში იქნება"

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიას ან იტალიას ვერ ვიხილავთ. ამ ფაქტმა გულშემატკივრებში და თავად ფეხბურთელებშიც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ კომენტარი გააკეთა.

კანავარო:

„თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ევრო 2020-ზე იტალიას არაფრის არ უნდა შეეშინდეს. პორტუგალია ძლიერი ნაკრებია და ეს მატჩი რონალდუსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება. იტალია გარკვეულწილად ფრთხილად უნდა იყოს.

კრიშტიანუ დიდი ჩემპიონი და ბომბარდირია, მაგრამ კიელინიმ და ბონუჩიმ კარგად იციან მისი მოძრაობები და ისეთი მოქნილი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ. მიუხედავად ამისა, კრიშტიანუს ნებისმიერ დროს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.“

ცნობისთვის, ნახევარფინალური წყვილების პირველი შეხვედრები 24 მარტს გაიმართება, ფინალური დაპირისპირებები კი 29 მარტსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები