აბუ დაბის გრანდ-სლემზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

აბუ დაბის გრანდ-სლემზე შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

წლის ბოლო ძიუდოს გრანდ-სლემმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ დაბიში, სტარტი 26 ნოემბერს აიღო, სადაც საქართველოს სახელით მხოლოდ ლაშა შავათუაშვილი ასპარეზობდა.

73-კილოგრამ წონითი კატეგორიის მთავარმა ფავორიტმა პირველი წრე გამოტოვა და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ტოკიოს ვერცხლის პრიოზიორის სამი შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რასაც მისი მხრიდან კოლოსალური ფიზიკური მზაობა დასჭირდა.

ლაშამ მოლდოველ ადილ ოსმანოვს ყვითელი ბარათებით აჯობა. დაპირისპირება 11 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი ასევე დამატებით დროში დაამარცხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი უზბეკი ძიუდოისტი ტურაევის, ბარიერი ვეღარ გაიარა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის საფინალო შეხვედრა სლოვენიელ მარტინ ჰოიაკის მოუგო.

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v ადილ ოსმანოვი (მოლდოვა)

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v კაზბეკ ნაგუჩოვი (რუსეთი)

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v ტურაევი (უზბეკეთი)

 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v მარტინ ჰოიაკი (სლოვენია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაირკვა რომელი გუნდი გადმოვა ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
გაირკვა რომელი გუნდი გადმოვა ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში