ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "გუარდიოლიზმის და სარიზმის არ მჯერა"

მადრიდის „რეალის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა Corriere dello Sport-ს, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის „ბლანკოსის“ მომავალზე და სხვა მწვრთნელებზე.

ანჩელოტი:

„რეალში ყველაფერი იგივე და უცვლელია. აქ ერთადერთი მწვრთნელები იცვლებიან. იგივე ფიზიოთერაპევტები, ჟურნალისტები და ა.შ. ჩვენი სტადიონი სულ მალე მზად იქნება და ივლისში ფლორენტინო პერესს დიდი გეგმები აქვს. მბაპე და ჰოლანდი? მოდით ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.“

რა სჭირდება ფეხბურთს კალენდრის შესაცვლელად

„ნაკლები თამაშები და მხოლოდ ორი სანაკრებო პაუზა. ვენგერს და ფეხბურთელებს ვესაუბრე. დარწმუნებული ვარ, თამაშების შემცირების შემთხვევაში მათ ხელფასებს დააკლებენ. სუპერ ლიგის შექმნის იდეა სწორედ ამ პრობლემიდან წარმოიშვა. ფეხბურთი სწრაფად უნდა განვითარდეს. ამდენი თამაშებისგან ხარისხი დაეცა. ფეხბურთელები ძალიან გაღიზიანებულები არიან და ზოგიერთ მათგანი ნაკრებში წასვლაზე უარსაც კი ამბობს. გადატვირთულმა გრაფიკმა ტრავმიანობა გაახშირა.“

პსჟ-ს ლეონარდო და მისი უპატივცემულო კომენტარები

„სხვა დროს მას ალბათ სხვანაირად ვუპასუხებდი, მაგრამ ახლა ისეთ ასაკში და ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, რომ მხოლოდ მშვიდობა მსურს. ფეხბურთში 1977 წლიდან ვმოღვაწეობ და მწვრთნელი 30 წელია ვარ. დაახლოებით 1200 მატჩი ჩავატარე, სათვალავიც კი ამერია. ბრძოლის ენერგია აღარ მაქვს. თუ ფლორენტინოს ჩემი გაშვება ენდომება არ გავბრაზდები.“

ფეხბურთის ფილოსოფია და განსხვავება სხვა მწვრთნელებთან

„ჭკვიანი მწვრთნელი ის არის, რომელიც თავის ფეხბურთელებს ხასიათიდან გამომდინარე თამაშზე ადაპტირებას უკეთებს. იდიოტი იქნება ყველა ის მწვრთნელი, რომელიც ვინისიუსს კონტრ-შეტევებზე ვერ გამოიყენებს. მაგალითად, თუ მე მყავს კრიშტიანუ, მაქსიმალურად ვეცდები, რომ საჯარიმოში ბურთი ხშირად მივაწოდო და უკან დაბრუნებას არ ვთხოვ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იბრაჰიმოვიჩზეც. არსებობს ორი ტიპის მოთამაშე. ისინი ვინც განსხვავებას ქმნიან და ისინი ვინც უნდა დარბოდნენ. არ მჯერა ისეთი იდეოლოგიის, როგორიც გუარდიოლიზმი და სარიზმია. მე მჯერა გუნდის იდენტურობის.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები