282 მილიონი, რონალდუს კონტრაქტი და სხვა - იუვე და მორიგი სკანდალი
Aa
Aa

282 მილიონი, რონალდუს კონტრაქტი და სხვა - იუვე და მორიგი სკანდალი

როგორც დღეს გახდა ცნობილი, „იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ტურინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი სამართალდამცავების კონტროლ ქვეშ არიან და მათ წინააღმდეგ გამოძიება არის დაწყებული.

ისინი ეჭვმიტანილები არიან ყალბი რეპორტის წარდგენაში. ამჯერად კი Ansa პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების მთავარი ინტერესი 282 მილიონი ევროსკენ არის მიმართული, რომელიც ხასიათდება, როგორც „ღირებულების თაღლითური გზით გაზრდა“.

ამ მომენტში კლუბის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ტურინის პროკურატურა ასევე იძიებს ეკონომიკურ ურთიერთობას კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელმაც ტურინული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა. თავად ფეხბურთელი გამოძიებას არ ექვემდებარება.

პროკურატურას დაევალა რონალდუს კონტრაქტთან და სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და პირადი საქმეების მოძიება. გამომძიებლების მიერ ხელში ჩაგდებული საუბრის საფუძველზე, შესაძლოა, “იუვენტუსსა” და კრიშტიანუს შორის დოკუმენტირებული კერძო შეთანხმების დეტალები მალე გასაჯაროვდეს.

გარდა ამისა, შესწავლილია მირალემ პიანიჩის ბარტერი „ბარსელონასთან“ არტურის სანაცვლოდ (2020 წელს). მაშინ, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით, სატრანსფერო ღირებულება ორივე კლუბისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს
Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს