გაირკვა რომელი გუნდი გადმოვა ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
Aa
Aa

გაირკვა რომელი გუნდი გადმოვა ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონიდან საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლნისის სიონი იასპარეზებს.

ბოლნისის თამაზ სტეფანიაზე, ლიგა 2-ის ლიდერების დაპირისპირება შედგა, სადაც სიონმა გაგრას უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და გიორგი დარასელიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა (2-1).

მატჩში ანგარიში გიორგი ივანიაძემ თომა ტაბატაძის შედეგიანი გადაცემის შემდეგ მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე, თავად საგოლე გადაცემის ავტორმაც გაიტანა, იქამდე კი გიორგი ვეკუამ თამაზ მაქაცარიას გაატანინა (2-1).

35 ტურის შემდეგ, სიონს 81 ქულა აქვს, ჩემპიონია და დასკვნითი ტურის წინ მთავარი კონკურენტისთვის მიუწვდომელია - გაგრას ანგარიშზე 72 ქულაა.

35 მატჩი: 26 გამარჯვება, 3 ფრე, 6 მარცხი - 73 გატანილი, 34 გაშვებული.

ბოლნისური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 2005-2006 წლების სეზონი იყო, როდესაც გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის ბაქო დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბულგარულ ლევსკისთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

ცნობილია აუტსაიდერის ვინაობა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც - სამტრედია, რომელსაც 34 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი სიონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა
იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა