აბუ-დაბის გრანდ-სლემი | შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

აბუ-დაბის გრანდ-სლემი | შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

წლის ბოლო ძიუდოს გრანდ-სლემმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ დაბიში, სტარტი 26 ნოემბერს აიღო, სადაც საქართველოს სახელით მხოლოდ ლაშა შავათუაშვილი ასპარეზობს.

73-კილოგრამ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ტოკიოს ვერცხლის პრიოზიორის სამივე შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, რასაც მისი მხრიდან კოლოსალური ფიზიკური მზაობა დასჭირდა.

ლაშამ მოლდოველ ადილ ოსმანოვს ყვითელი ბარათებით აჯობა. დაპირისპირება 11 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი ასევე დამატებით დროში დაამარცხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი უზბეკი ძიუდოისტი ტურაევის, ბარიერი ვეღარ გაიარა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v ადილ ოსმანოვი (მოლდოვა)

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v კაზბეკ ნაგუჩოვი (რუსეთი)

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) v ტურაევი (უზბეკეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები