კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ბევრი გეი მეგობარი მყავს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მხარი დაუჭირა Rainbow Laces-ის კამპანიას, რომელიც პრემიერ ლიგის მოთამაშეების მიერ ლგბტ თემის მხარდასაჭერად ყოველწლიურად ტარდება.

„ძალიან მომწონს ეს აქცია. მე ვარ მისი მუშაობისა და შედეგიანობის შესანიშნავი მაგალითი, ცხადია, როგორ შეიცვალა ჩემი ინფორმირებულობის დონე მათი დაარსების დღიდან.

54 წლის ვარ, ჩემს ცხოვრებაში იყო სხვადასხვა პერიოდი, მაგრამ ბევრი პრობლემა არასდროს მქონია. მე მყავს ბევრი გეი მეგობარი, მაგრამ არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რამდენად რთულია იმის თქმა, „დედა, მამა, მე შეიძლება არ ვიყო ის, ვინც თქვენ გგონივართ“. და არა მარტო მშობლებს, არამედ ყველას.

ასეთი გამოწვევის წინაშე არ უნდა ვიყოთ, ამ მხრივ ჩვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს. ამიტომ მე სრულად ვუჭერ მხარს ამ ქმედებას. ეს შესანიშნავი კამპანიაა და ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება!”

- ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი.

კლოპი LGBT თემის სოლიდარობის ნიშნად ცისარტყელის ფერის წინდებს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“
„იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“