ყალბი რეპორტი: ანიელის, ნედვედისა და სხვების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
Aa
Aa

ყალბი რეპორტი: ანიელის, ნედვედისა და სხვების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ტურინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი სამართალდამცავების კონტროლ ქვეშ არიან და მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

ისინი ეჭვმიტანილები არიან ყალბი რეპორტის წარდგენაში. წინასწარი მონაცემებით, 2018/19 და 2020 / 21 სეზონებში კლუბის ფინანსური ანგარიშწარმოება 50 მილიონ ევროს ოდენობით გაყალბებულ იქნა.

ტურინის პოლიციამ გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად „იუვენტუსის“ შტაბ-ბინა გაჩხრიკა. საფინანსო და ეკონომიკური პოლიციის სპეციალისტები დოკუმენტების შესწავლას აგრძელებენ.

გარდა ამისა, შესწავლილია მირალემ პიანიჩის ბარტერი „ბარსელონასთან“ არტურის სანაცვლოდ (2020 წელს). მაშინ, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით, სატრანსფერო ღირებულება ორივე კლუბისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო იყო.

გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში სავარაუდოდ უფრო მეტი ინფორმაცია გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიმპემბე:
კიმპემბე: "თამაშები უფრო ადრე უნდა მოვკლათ"