საქართველოს ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია.

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს - 4-2.

გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

მარცხი: სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ).

შემდეგ კი, ფინალის საგზური იდენტური ანგარიშით თურქეთს მოუგეს - 4-2.

გამარჯვება: საბა ინანიშვილი (+90 კგ), 90 ლუკა მაისურაძე (-90) მარიამ ჭანტურია (-70 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

მარცხი: ფრიდონ გიგანი (73 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ ).



უფაში ევროპის საუკეთესო გუნდი 3-3 წონით კატეგორიაში დღეს გამოვლინდება. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და მეტოქე,  ავსტრია - 4-0 დაამარცხა.

ფინალში ჩვენი გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.

პირდაპირი რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ადგილი რუსეთში - ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარადგინა
მეორე ადგილი რუსეთში - ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარადგინა