კიმპემბე:
Aa
Aa

კიმპემბე: "თამაშები უფრო ადრე უნდა მოვკლათ"

პსჟ-ს ცენტრალურმა მცველმა პრესნელ კიმპემბემ პრესასთან საუბრისას გუნდის მთავარი პრობლემა დაასახელა:

„პლეი-ოფში მოხვედრა ჩვენი ნომერ პირველი მიზანი იყო, რასაც მივაღწიეთ, თუმცა სიტისთან მარცხით მაინც იმედგაცრუებულები ვართ. ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ჩვენ კონკურენტები ვართ და არ გვიყვარს დამარცხება.

რა უნდა გავაუმჯობესოთ? თამაშები უფრო ადრე უნდა მოვკლათ.

ჩვენ ასევე გუნდურად უნდა ვიმუშაოთ. მოედნის ცენტრში ბლოკირება, ვარდნები, ამ დეტალების გამოსწორება დაგვეხმარება“.

- ციტირებს კიმპემბეს სიტყვებს Goal-ი.

პარიზულ კლუბს მანჩესტერში განცდილი მარცხის შემდეგ საკმაოდ დიდი კრიტიკა შეხვდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი და მკაცრი ტიერი ანრი იყო:

„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, შენ 7 ფეხბურთელით თავს ვერ დაიცავ. ეს შეუძლებელია, არ მაინტერესებს ვინ ხარ. განაპირა მცველები ერთი სამის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ რჩებოდნენ. მეტოქე გუნდის მცველები მათ წინააღმდეგ თავს კომფორტულად გრძნობენ. საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდებს მათი განეიტრალება არ შეუძლიათ, მაგრამ სიტის ეს შეუძლია. პოჩეტინოს ზოგჯერ საშუალება არ ეძლევა, რომ გუნდში პოჩეტინო იყოს“.

- ამბობს ანრი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს
Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს