Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს
Aa
Aa

Daily Mail: პოჩეტინოს უარის შემთხვევაში იუნაიტედს ტენ ჰაგი ჩაიბარებს

ბრიტანული Daily Mail-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ თუ  „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაურისიო პოჩეტინოს ვერ გადაიბირებს, კლუბი ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნას შეეცდება.

როგორც მოგეხსენებათ, „მანკუნიანელებმა“ სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად რალფ რანგნიკის კანდიდატურა შეარჩიეს. ზაფხულში კი მათ პოჩეტინოს გადაბირების იმედი აქვთ.

წყაროს ცნობით, პოჩეტინოს ვარიანტის ჩავარდნის შემთხვევაში კლუბი მოლაპარაკებებს ერიკ ტენ ჰაგთან დაიწყებს, რომელსაც დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის შემდეგ „აიაქსიდან“ წასვლას უკვე უწინასწარმეტყველებენ.

ბრიტანელები იმასაც წერენ, რომ თავად ტენ ჰაგი „იუნაიტედის“ გაწვრთნით დაინტერესებულია და სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის სურვილის ქონის შემთხვევაში, მას „აიაქსი“ წინ არ გადაეღობება და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება 2023 წლამდეა გაფორმებული, ამსტერდამელები თავიანთ მწვრთნელს შეელევიან.

ნიდერლანდური წყაროების თანახმად, ერიკ ტენ ჰაგი და მისი თანაშემწეები (ვან დერ გააგი და რაიციგერი) თვლიან, რომ „იუნაიტედში“ შესაძლო გადაბარგება მათთვის იდეალური ვარიანტია, რომელზეც უარს უბრალოდ ვერ იტყვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა
იტალიელ ფრენბურთელს ეგონა, რომ 15 წელი ბრაზილიელ მოდელს წერდა