ტოჩინოშინმა იორიკირით გაიმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
Aa
Aa

ტოჩინოშინმა იორიკირით გაიმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა

ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ დასასრულს უახლოვდება.

წლის დასკვნითი სუპერ ტურნირის  ბოლოსწინა,  მე-14 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირას, კოტონოვაკას დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა. გარდა გამარჯვების, ქართველმა გოლიათმა აღნიშნულ მეტოქესთან ბალანსი დადებითი გახადა (2-2) და მაკუუჩი დივიზიონში ადგილი უკვე შეინარჩუნა მიუხედავად იმის, თუ როგორ დასრულდება ხვალინდელი, დასკვნითი შეხვედრა.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში შემთხვევაში მარცხი ჩაეთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა