დი მარია მესის, ნეიმარის, მბაპესა და ოქროს ბურთის შესახებ საუბრობს
Aa
Aa

დი მარია მესის, ნეიმარის, მბაპესა და ოქროს ბურთის შესახებ საუბრობს

ანხელ დი მარიამ მესი-ნეიმარი-მბაპეს შესახებ ისაუბრა. დიდი ტრიო, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კრიტიკა ხვდა წილად.

„პასუხი ადვილი არ არის. როდესაც ამ მოთამაშეებიდან სამივე გყავს, პირველი ვარიანტი მათი სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაა, რადგან ისინი საუკეთესოები არიან.

ისინი არიან ვინც არიან და მოიგეს ის, რაც მოიგეს. და ეს ანიჭებს მათ ამ სტატუსს. მაგრამ ლეო დანარჩენებისგან განსხვავდება. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს.

რაც შემეხება მე, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის უფლება მოვიპოვო.

მესმის, რომ ჩემთვის ადვილი არ არის ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენცია, რომლებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობენ.

მაგრამ ამ მიზეზით, ვცდილობ, მოედანზე სხვა ვარიანტები ვიპოვო. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს და მე ვცდილობ, მას დამატებითი შესაძლებლობები მივცე“,

- განაცხადა დი მარიამ RMC Sport-თან საუბრისას.

არგენტინელმა ოქროს ბურთის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა:

- იმსახურებს თუ არა მესი წელს ოქროს ბურთის მოგებას?

„მგონი კი. მას კარიერაში მნიშვნელოვანი წელი ჰქონდა. მან საბოლოოდ მოიგო კოპა ამერიკა თასი თავის ქვეყანასთან ერთად. დიდწილად ამის გამო, ის იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას“.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა 29 იანვარს პარიზში გაიმართება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ცნობით, ლეო მესისა და მის გარემოცვას უკვე აცნობეს, რომ გამარჯვებული ის იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა