ბარსა ფერან ტორესს შეუთანხმდა - გუარდიოლა ტრანსფერის მომხრეა
Aa
Aa

ბარსა ფერან ტორესს შეუთანხმდა - გუარდიოლა ტრანსფერის მომხრეა

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ ესპანელ შემტევს ფერან ტორესს პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, 21 წლის ესპანელმა პეპ გუარდიოლას „ბარსელონაში“ გაშვება სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო. კატალონიელები ტრანსფერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავენ.

ესპანური გამოცემის ცნობით, „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი და აღმასრულებელი დირექტორი ფერან რევერტერი მანჩესტერში გაემგზავრნენ და „სიტის“ აღმასრულებელ დირექტორთან ფერან სორიანოსთან პირველი მოლაპარაკებებიც აწარმოვეს.

ტორესს „ქალაქელთა“ რიგებში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ბუნებრივია მას მეტი სურს, რასაც „ბარსელონა“ ჰპირდება. როგორც ჩანს, ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ გადასვლის სურვილს ღიად აფიქსირებს.

ტორესის ტრანსფერს პირადად ჩავი ითხოვს. მას გუნდში ახალი გარემარბის ხილვა სურს, რომ შეტევაში მეტი კრეატივი და სიმწვავე ჰქონდეს. „ვალენსიას“ აღზრდილ შემტევს კი ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაში შეუძლია. გარდა ამისა ცრუ ცხრიანის პოზიციასაც ირგებს.

ფერან ტორესმა „სიტის“ რიგებში 43 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 12 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიქნებით
„მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიქნებით" - მანჩინისა და სანტუშის კომენტარები