სიმბოლურ გუნდში | კონფერენს ლიგაზე გურამ კაშია გამოარჩიეს
Aa
Aa

სიმბოლურ გუნდში | კონფერენს ლიგაზე გურამ კაშია გამოარჩიეს

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე ტურის შეხვედრები შედგა.

ბრატისლავაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სლოვანმა პაოკ-ს უმასპინძლა. მატჩი მაყურებლის გარეშე შედგა და ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

სლოვანის შემადგენლობაში სრული სათამაშო დრო გამოიყენა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, გურამ კაშიამ, რომელიც გამორჩეული იყო, რაც პოპულარულ სტატისტიკურ პორტალს არ გამორჩენია - ტურის დასრულების შემდეგ, ქართველი ლეგიონერი სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

5 ტურის შემდეგ, კონფერენს ლიგის F ჯგუფში სლოვანს  8 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ კოპენჰაგენს.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6, დასკვნითი ტურის შეხვედრაში სწორედ ქართველების დაპირისპირება შედგება - დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი სლოვანს უმასპინძლებს. მატჩი 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები