„მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიქნებით
Aa
Aa

„მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიქნებით" - მანჩინისა და სანტუშის კომენტარები

პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ფერნანდუ სანტუშმა და რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასეს. სანტუშმა „სელესაოს“ ქომაგთათვის იმედისმომცემი პროგნოზი გააკეთა, მანჩინიმ კი განაცხადა, რომ მის გუნდს რთული მატჩები ელის.

სანტუში

„პირველ რიგში, თურქეთთან გასამართ მატჩზე და ამ შეხვედრის მოგებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და წილისყრის შედეგები ისეთია, როგორიც არის. შეგვიძლია, რამდენიმე დადებითი ასპექტი გამოვყოთ. მაგალითად ის, რომ ფინალში მასპინძლები ვიქნებით, მაგრამ ამისთვის ჯერ თურქეთის დამარცხებაა საჭირო. გულშემატკივრების ყოლა და დამატებითი ფრენების თავიდან არიდება მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რადგან სხვა ქვეყანაში ჩასვლა იოლი ნამდვილად არაა. ახლა კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა მარტში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენოთ. თურქეთს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც მეტოქეებს პრობლემებს ყოველთვის უქმნის“.

მანჩინი

„იტალიის ნაკრები ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებული და პოზიტიურია. ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მათ წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გვექნება, შემდეგ კი ვნახოთ, ფინალში რა მოხდება. პორტუგალიასთან შესაძლო შეხვედრას რაც შეეხება, მათთან დაპირისპირებას თავს ავარიდებდით, ისე როგორც, ამას პორტუგალია გააკეთებდა, მაგრამ რაც არის, არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენიმე თვის წინ რა მოხდა და იტალიას კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს“.

ცნობისთვის, ნახევარფინალში, პორტუგალია თურქეთს ხვდება, იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას და დიდი შანსია, ფინალში პორტუგალია-იტალიის ჯახი ვიხილოთ, წაგებული კი მუნდიალის მიღმა დარჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები