ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - მუნდიალზე იტალიას ან პორტუგალიას ვერ ვიხილავთ
Aa
Aa

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - მუნდიალზე იტალიას ან პორტუგალიას ვერ ვიხილავთ

დღეს, ციურიხში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა მუნდიალის საგზურის მსურველ ნაკრებებს რა გზის გავლა მოუწევს. ევროპული ნაკრებები 3 საგზურისთვის იბრძვიან და ასეთ წყვილებს ვიხილავთ:

A გზა

შოტლანდია - უკრაინა

უელსი - ავსტრია

B გზა

რუსეთი - პოლონეთი

შვედეთი - ჩეხეთი

C გზა

იტალია - ჩრდილოეთ მაკედონია

პორტუგალია - თურქეთი

ცნობისთვის, ნახევარფინალური წყვილების პირველი შეხვედრები 24 მარტს გაიმართება, ფინალური დაპირისპირებები კი 29 მარტსაა ჩანიშნული. საინტერესო ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ან პორტუგალიის ნაკრებს ვერ ვიხილავთ, რადგან დიდი ალბათობით, ისინი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები