„ნოკაუტი პირველ რაუნდში
Aa
Aa

„ნოკაუტი პირველ რაუნდში" - თოფურიასა და ევლოევის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ოქტაგონზე 22 იანვარს დაბრუნდება. „ელ მატადორმა“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ მისი და მოვსარ ევლოევის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა.

„უკვე ოფიციალურია! მომდევნო იანვრის 22-ში, UFC 270-სთვის ანაჰაიმში ვიქნები. ბოლო რამდენიმე თვეში გაწეული თავდაუზოგავი სამუშაო შედეგს გამოიღებს და ამას თქვენც ნახავთ. ვიღაც დაუმარცხებელი დარჩება. 12-0 და ტოპ 10-ში მოვხვდებით. ჩემი პროგნოზი ნოკაუტია პირველ რაუნდში“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით დაუმარცხებელია. თოფურიას მომდევნო მეტოქე რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი გახლავთ. ამ უკანასკნელს კარიერაში 15 ბრძოლა გაუმართავს და არც ერთხელ დამარცხებულა. ევლოევმა UFC-ში 5-ჯერ იჩხუბა და ხუთივეჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები