ლეონარდო: „ზიდანთან კონტაქტი არ ყოფილა, პოჩეტინოს წასვლა არ მოუთხოვია
Aa
Aa

ლეონარდო: „ზიდანთან კონტაქტი არ ყოფილა, პოჩეტინოს წასვლა არ მოუთხოვია"

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ლეონარდომ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებები არ ყოფილა და პოჩეტინოს გუნდიდან წასვლა არ მოუთხოვია.

„ჩვენ არ გვსურს, რომ პოჩეტინომ კლუბი დატოვოს. მას წასვლა არასდროს მოუთხოვია და მის სამომავლო გეგმებზე ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. ზიდანს რაც შეეხება, მას, როგორც მწვრთნელსა და ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ შორის კონტაქტი არ ყოფილა და მასთან შეხვედრა ნამდვილად არ გაგვიმართავს. სასაცილოა იმაზე ფიქრიც, რომ ზიდანთან შეხვედრა შეიძლებოდა პარიზში მდებარე დიდ სასტუმროში, ყველას თვალწინ გაგვემართა“.

ცოტა ხნის წინ, AS-მა დაწერა, რომ „ზიზუს“ „პარკ დე პრენსზე“ დანიშვნა პრაქტიკულად გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ვერც პოჩეტინო დატოვებს. ფრანგ სპეციალისტს გუნდის ზამთარში ჩაბარების პერსპექტივა არ ხიბლავს და ურჩევნია, სეზონის დასრულებას დაელოდოს. გარდა ამისა, „ზიზუ“ თვლის, რომ დიდი შანსია უკეთესი შეთავაზება მიიღოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები