მეორე ადგილი რუსეთში - ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარადგინა
Aa
Aa

მეორე ადგილი რუსეთში - ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარადგინა

სოჭში, ოლიმპიურ არენა აისბერგზე,  გრან-პრის სერიის ბოლო , მეექვსე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში იმართება.

ქართველი გულშემატკივრებისათვის სოჭის ეტაპი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ამ ეტაპზე პირველად, მამაკაცთა კატეგორიაში, ერთდროულად ორი ქართველი მოციგურავეა წარმოდგენილი -  მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.

გამოცდილმა მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარმოადგინა და თავი 95.37 ქულას მოუყარა. 95.81 ქულით კი საუკეთესო შედეგი იაპონელმა კაზუკი ტომონომ აჩვენა. ნიკა ეგაძე კი 50.35 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

ნიკასთვის გრან-პრის სოჭის ეტაპზე მონაწილეობა მის კარიერაში განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ქართველ მოციგურავეს პირველად მიეცა შესაძლებლობა სენიორების კატეგორიაში იასპარეზოს ისეთი მაღალი რანგის მოციგურავეებთან , როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, ჩეხეთის და რუსეთის გამოცდილი სპორტსმენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა
ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი ნახა და უცნობი გულშემატკივარი დაასაჩუქრა