გამარჯვება მე-13 დღეს - ტოჩინოშინმა ჰატაკიკიომით მოიგო
Aa
Aa

გამარჯვება მე-13 დღეს - ტოჩინოშინმა ჰატაკიკიომით მოიგო

ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ მიმდინარეობს.

წლის დასკვნით სუპერ ტურნირზე ტოჩინოშინმა მე-10 მაეგაშირას, იაპონელი ჩიოტარიუს წინააღმდეგ, ჰატაკიკიომით გაიმარჯვა. მე-13 საშეჯიბრო დღე ქართველი გოლიათისთვის წარმატებული გამოვიდა, თუმცა მისთვის ეს გამარჯვება ფორმალურია, ვინაიდან უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გაიფორმა და დარჩენილი ბრძოლები მისთვის გადამწყვეტი მხოლოდ იმ მხრივაა, რომ არ დაქვეითდეს.


აღნიშნული შედეგი ლევან გორგოძემ გუშინ დააფიქსირა. სამწუხაროდ, მე-16 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში წაგება ჩაეთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები