გიორგი ჯიქია: ,,ეროვნებით რუსი არ ვარ, ქართველი ვარ
Aa
Aa

გიორგი ჯიქია: ,,ეროვნებით რუსი არ ვარ, ქართველი ვარ"

მოსკოვის სპარტაკისა და რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, გიორგი ჯიქიამ ადგილობრივ გამოცემას ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნების ცვლილებასაც. რეპორტიორმა ჯიქიას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს აღნიშნული საკითხის შესახებ. მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებში კაპიტნები საკმაოდ სწრაფად იცვლებიან და შესაძლოა, ნაკრების ახალი ლიდერი წარმოშობით რუსი არ იყოს.

ჯიქიამ განმარტა, რომ ეს პრობლემა არაა. მისივე თქმით, ის წარმოშობით ქართველია, თუმცა მოსკოვში დაიბადა და მისი ცხოვრება რუსეთს უკავშირდება:

ჩემთვის ეს გამოხმაურებები გასაგებია, თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ. ეროვნებით რუსი არ ვარ, ქართველი ვარ, თუმცა მოსკოვში დავიბადე. უკვე 10 წელია, გილერმეც (კაპიტანი) ამ ქვეყანაში ცხოვრობს, პატივს სცემს რუსეთსა და რუსებს.

საინტერესოა, რომ აქამდე, ჯიქიას არასოდეს ამბობდა, რომ ქართველია. ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ის მეგრელია - ,,არის ასეთი ხალხი საქართველოში".

საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მიწვევდნენ. იქ 2016 წელს ჩავედი და ამ თემაზე ფედერაციას ვესაუბრე. მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი და სურდათ, პრეზიდენტის ბრძანებით ჩემთვის პასპორტი დაჩქარებულად გაეკეთებინათ. ვიღაცას ჰგონია, რომ ბინები, ფული და კიდევ სხვა რაღაცები შემომთავაზეს, მაგრამ ასე არ ყოფილა. წმინდა სპორტული საკითხი იყო.

საქართველოში ამ თემაზე ბევრს წერდნენ და სხვადასხვა რამ იწერებოდა. იყვნენ ისინი, ვინც მხარს მიჭერდნენ და ისინიც, ვინც მაკრიტიკებდნენ. მახსოვს, ბიჭები საქართველოდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ: „რაც არ უნდა იყოს, ძალიან სასიამოვნოა, რომ შენს პროფესიონალურ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწიე. ეს იმ ქვეყნის ნაკრებია, სადაც 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და შენ, ქართველი მათ ეროვნულ გუნდში ირბენ.

სიძულვილიც იყო. ზოგიერთები მწერდნენ: „სამშობლო გაყიდე და ფული აირჩიე“. მათ ყურადღება რუსეთის პრემიერლიგაში არსებულ ლიმიტზე გაამახვილეს და ამბობდნენ, რომ ასე ამის გამო მოვიქეცი. ამ ყველაფერს მშვიდად ვხვდები და ჩემი არჩევანი მშობლებმაც მიიღეს.

ევრო 2020-ზე გიორგი ჯიქია გახდა პირველი ქართული წარმოშობის ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს უკაპიტნა. აქამდე რუსეთის ნაკრებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"