10 ყვითელი და წითელი ბარათი - ქართველმა არბიტრებმა კონფერენს ლიგაზე იმსაჯეს
Aa
Aa

10 ყვითელი და წითელი ბარათი - ქართველმა არბიტრებმა კონფერენს ლიგაზე იმსაჯეს

კონფერენციის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ყაზახეთის ქალაქ ალმათში, ადგილობრივმა კაირათმა შვეიცარიულ ბაზელს უმასპინძლა. მატჩი დრამატული გამოვიდა - 10 ყვითელი, 1 წითელი ბარათითა და 5 გოლით. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით - 2-3 დასრულდა.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ: მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობა დავით გაბისონიამ და გიორგი ელიკაშვილმა გაუწიეს, მოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი გახლდათ.

მკაცრი იყო შეხვედრის მთავარი არბიტრი, გიორგი კიკაჩეიშვილი, რომელმაც კაირათი 6-ჯერ გააფრთხილა, ხოლო ბაზელი - 4-ჯერ. საინტერესოა ისიც, რომ მატჩის მიწურულს კაირათი 10 კაცით დარჩა - დაახლოებით 3 წუთიან მონაკვეთში, კიკაჩეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი იან იოროგოვსკის უჩვენა.

შეხვედრის მიწურულს, კაირათის მთავარმა მწვრთნელმა დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ 45-ე წუთზე დანიშნულ თერთმეტმეტრიანსა და მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები