ანორთოსისა და გენტის შეხვედრა ქართველი ლეგიონერების გარეშე შედგა
Aa
Aa

ანორთოსისა და გენტის შეხვედრა ქართველი ლეგიონერების გარეშე შედგა

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ანორთოსისმა გენტს უმასპინძლა. ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0).

შეხვედრის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბელგიური გუნდის კარი ლაზაროს ხრისტოდულოპულოსმა, თითქმის 45 მეტრიდან აიღო.


აღსანიშნავია, რომ მოედანზე არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ გამოჩენილა. ანორთოსისის მხრიდან სათადარიგოთა სკამზე იყო გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა კი განაცხადში არ იყვნენ.

კონფერენს ლიგის მატჩამდე კვიპროსულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქეცბაიასა და გუნდის ფეხბურთელებს შორის ადგილი კონფლიქტს ჰქონდა. დაიწერა, რომ დაპირისპირებაში ნიკა კაჭარავაც ჩაერთო. CrystalSport-ი კაჭარავას დაუკავშირდა.ფეხბურთელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილია.

გენტის შემადგენლობაში ასევე სათადარიგო იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც სათამაშო დრო არ მისცემია. რამდენიმე კვირის წინ, ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება ტრავმის მიზეზით დატოვა და ამის შემდეგ საკლუბო დონეზე არ უთამაშია.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები 9 დეკემბერს გაიმართება - ანორთოსისი პარტიზანს ესტუმრება, ხოლო გენტი ფლორას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევან კორღალიძე: ,,ვფიქრობ, თასის ფინალში ღირსეულად გავედით
ლევან კორღალიძე: ,,ვფიქრობ, თასის ფინალში ღირსეულად გავედით"