„სასწაული მოხდება და გავიმარჯვებთ
Aa
Aa

„სასწაული მოხდება და გავიმარჯვებთ" - ლაპორტა ბაიერნთან მატჩზე

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ „ბაიერნთან“ გასამართი მატჩისა და ჩავის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. „ბლაუგრანას“ პირველმა პირმა ესპანელი სპეციალისტი შეაქო და ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

„ბარსელონას წინ გრძელი გზა ელოდება. ჩავი ძალიან მოტივირებულია და მას დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და ვფიქრობ, ჩავის მოსვლის შემდეგ, მეტოქეები უფრო დიდ პატივს გვცემენ. ახლა ისინი ხვდებიან, რა შეგვიძლია.

ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ბაიერნთან 3 ქულის აღება შესაძლებელია. სასწაული მოხდება და ამაში დარწმუნებული ვარ. მჯერა, რეკორდმაისტერთან გავიმარჯვებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 7 ქულა აქვს და „ბენფიკას“ 2 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში „ბლაუგრანა“ „ბაიერნს“ ხვდება და თუ პორტუგალიურმა გუნდმა საკუთარ კედლებში კიევის „დინამოს“ დამარცხება მოახერხა, კატალონიელებს მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად აუცილებლად 3 ქულა დასჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები