უგოლო ფრე ბრატისლავაში, კოპენჰაგენმა ლინკოლნს 4 უპასუხო გოლი გაუტანა
Aa
Aa

უგოლო ფრე ბრატისლავაში, კოპენჰაგენმა ლინკოლნს 4 უპასუხო გოლი გაუტანა

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე ტურის შეხვედრები შედგა.

ბრატისლავაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სლოვანმა პაოკ-ს უმასპინძლა. მატჩი მაყურებლის გარეშე შედგა და ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

სლოვანის შემადგენლობაში სრული სათამაშო დრო გამოიყენა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა, გურამ კაშიამ, ხოლო განაცხადში არ ყოფილა ჯაბა კანკავა. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს მძიმე პერიოდი აქვს - გარდაიცვალა მისი დედა. მოგეხსენებათ, წლის ბოლო მატჩში ჯაბა ვერც ეროვნულ გუნდს დაეხმარა. ვილი სანიოლის განმარტებით, კანკავას ოჯახური პრობლემები ჰქონდა.

პარალელურად მიმდინარეობდა შეხვედრა ლინკოლნსა და კოპენჰაგენს შორის. დანიურმა გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 12 ქულით F ჯგუფში გალიდერდა. ამავე ჯგუფში მეორე ადგილს, 8 ქულით სწორედ სლოვანი იკავებს.

კოპენჰაგენის შემადგენლობაში დავით ხოჭოლავამ სრული მატჩი ჩაატარა.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში სწორედ ქართველების დაპირისპირება შედგება - კოპენჰაგენი სლოვანს უმასპინძლებს. მატჩი 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები