მზადება უკრაინასთან მატჩისთვის - ზუროსისა და შერმადინის კომენტარები
Aa
Aa

მზადება უკრაინასთან მატჩისთვის - ზუროსისა და შერმადინის კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ, საქართველო სტუმრად, ესპანეთს დაუპირისპირდება. 

G ჯგუფში ჩვენი ქვეყნის მეტოქეები უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინისა და ესპანეთის მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.

ილიას ზუროსი (მთავარი მწვრთნელი)

საკმაოდ რთული მატჩი გველის, განსაკუთრებით ახლა, როცა რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. ამავდროულად, გვყავს თორნიკე შენგელია, რომლის ჩამოსაყვანადაც ფედერაციამ დაუჯერებელი სამუშაო გასწია.

გიორგი შერმადინი (ეროვნული ნაკრები) 

იმ კომბინაციებს ვამუშავებთ, რაც უკრაინას უნდა დავუპირისპიროთ. მნიშვნელოვანია, რომ თორნიკეც შემოგვიერთდება.

ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ეს პროცესი უკრაინასთან მატჩით უნდა დავიწყოთ. თუ ამ შეხვედრას მოვიგებთ, მიზნისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.

 

საქართველო–უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრას გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელის სრული ტევადობის 30% შეივსება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია (ბილეთების ყიდვა).

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ფოტო/ვიდეო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში გაიმართება - ცნობილია თარიღიც
საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში გაიმართება - ცნობილია თარიღიც