13 კალათბურთელი - ილიას ზუროსის არჩევანი ცნობილია
Aa
Aa

13 კალათბურთელი - ილიას ზუროსის არჩევანი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ, საქართველო სტუმრად, ესპანეთს დაუპირისპირდება. 

G ჯგუფში ჩვენი ქვეყნის მეტოქეები უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო, დღეს კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინისა და ესპანეთის მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.

საქართველო–უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრას გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელის სრული ტევადობის 30% შეივსება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია (ბილეთების ყიდვა).

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკფადენი: „ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ
მაკფადენი: „ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ"