საქართველო v უკრაინას მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია
Aa
Aa

საქართველო v უკრაინას მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ, საქართველო სტუმრად, ესპანეთს დაუპირისპირდება. 

G ჯუფში ჩვენი ქვეყნის მეტოქეები უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველო–უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრას გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელის სრული ტევადობის 30% შეივსება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია (ბილეთების ყიდვა).

მატჩზე დასწრებისთვის:

ბილეთებთან ერთად გულშემატკივრებმა უნდა წარმოადგინონ:

☑ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

☑ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.

☑ ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია. 

☑ აღნიშნული პირობები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა
,,ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები მქონდა"