„მამარდაშვილი უნდა შეიძინოთ
Aa
Aa

„მამარდაშვილი უნდა შეიძინოთ" - 90Min.com-ის რჩევა FIFA 22-ის მოყვარულებს

ცნობილმა გამოცემამ 90min.com-მა ვიდეოთამაშ FIFA 2022-ს სტატია მიუძღვნა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც კარიერული რეჟიმის მოყვარულმა მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. ამჯერად, გამოცემამ აქცენტი ახალგაზრდა გოლკიპერებზე გააკეთა და ყურადღება „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზეც გაამახვილა.

გიორგი მამარდაშვილი

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში იჯარის წესით გადავიდა, რათა კლუბთან ერთად, ისტორია დაეწერა. მიმდინარე სეზონი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარი რეფლექსების წყალობით, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს მთელი ცხოვრებაა ამას აკეთებს. მან თავი კარგად წარმოაჩინა და საუკეთესო გოლკიპერად და კვირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მისი რეიტინგი: 75

პოტენციალი: 83“, - წერს 90min.com.

ცნობისთვის, გამოცემამ 10 ახალგაზრდა მეკარე გამოარჩია და „მამარდა“ მე-5 ადგილს იკავებს. მას მატვეი სოფონოვი (კრასნოდარი), ერსინ დესტანოღლუ (ბეშიქთაში), ეტიენ გრინი (სენტ ეტიენი) და სტორეს ოკოიე (როტერდამის სპარტა) უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები