აბუ დაბის გრან სლემი - შავდათუაშვილი ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთვება
Aa
Aa

აბუ დაბის გრან სლემი - შავდათუაშვილი ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთვება

წლის ბოლო ძიუდოს გრან სლემი აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს გაიმართება. აღნისნულ ტურნირზე საქართველოს სახელით მხოლოდ ლაშა შავათუაშვილი იასპარეზებს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტი პირველ წრეს გამოტოვებს და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება. ტოკიოს ვერცხლის მედლის პრიოზიორის სავარაუდო მეტოქე მოლდოველი ადილ ოსმანოვი ან არაბთა გაერთიანებული საემროს ძიუდოისტი საედ ალ ნაქბი იქნება. ქართველი ძიუდოისტი აბუ დაბიში 27 ნოემბერს იასპარეზებს.

შეგახსენებთ,რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის, ამომავალი ვარსკლავისა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. IJF-ის რჩეულთა შორის ორ ქართველ ძიუდოისტს ვხედავთ: ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე.

ქომაგებს საყვარელი ძიუდოისტებისთვის ხმის მიცემა 10 დეკემბრამდე შეუძლიათ, გამარჯვებულები კი 18 დეკემბერს გამოვლინდებიან. ქართველ ძიუდოისტებს თქვენი დახმარება სჭირდება და ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე
პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე