MARCA: მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში რეალში გადავა
Aa
Aa

MARCA: მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში რეალში გადავა

ესპანური Marca კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე მორიგ სიახლეს ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი ფორვარდი „სამეფო კლუბში“ გადასვლაზე კვლავ ფიქრობს.

ესპანური გამოცემის ცნობით, კილიანს მადრიდში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილი აქვს და მის პოზიციას არაფერი შეცვლის. არც მესის ფაქტორი, არც ის რომ შესაძლოა გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნოს.

კილიანს იზიდავს სპორტული პროექტი, რომელსაც მიიღებს მადრიდის „რეალში“. კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ცვლილებები არ იქნება და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

მადრიდელთა ხელმძღვანელები მოქმედების დაწყებას 1 იანვრიდან გეგმავენ.

მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „რეალს“ მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძის საოცარი გოლი - კრაკოვიამ გვილიას რაკუვი დაამარცხა
კაკაბაძის საოცარი გოლი - კრაკოვიამ გვილიას რაკუვი დაამარცხა