პრობლემა ჩელსიში - ჩილუელმა შესაძლოა სეზონი დაასრულოს
Aa
Aa

პრობლემა ჩელსიში - ჩილუელმა შესაძლოა სეზონი დაასრულოს

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, „არისტოკრატებს“ ასეთი გამარჯვება ძალიან გაუხარდათ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა.

ბენ ჩილუელმა შეხვედრის 71-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მის ნაცვლად ტუხელმა ასპილიკუეტა გამოიყვანა. ავტორიტეტული გამოცემა The Athletic არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი ტომოგრაფიის პასუხს ელოდება. არსებობს იმის ალბათობა, რომ ბენ ჩილუელმა სეზონი დაასრულოს და ოპერაცია დასჭირდეს. ყველაფერი მალე გაირკვევა.

ჩილუელი „ჩელსიში“

24 წლის მარცხენა მცველი ლონდონურ გრანდს 2020 წლის ზაფხულში „ევერტონიდან“ შეუერთდა და სულ მალე ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2020 წლიდან დღემდე ინგლისელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 54-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები