დროებითი მწვრთნელი - მანჩესტერი ვალვერდეს განიხილავს
Aa
Aa

დროებითი მწვრთნელი - მანჩესტერი ვალვერდეს განიხილავს

სულშერის დათხოვნის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვრთნელის გარეშეა. მწვრთნელის მოვალეობას ახლა კერიკი ასრულებს და ამ მომენტისთვის კლუბი სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელს ეძებს.

ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports წერს, რომ დროებით მწვრთნელად, რომელიც სეზონის ბოლომდე იმუშავებს ერნესტო ვალვერდე მოიაზრება. ბარსას ყოფილი დამრიგებელი ახლა უსამსახუროდ არის და მანჩესტერელთა პირველი არჩევანია.

ბრიტანულ პრესაში იმასაც წერენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერულ გრანდში მაურისიო პოჩეტინო დაინიშნება. ვიგებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტის ოცნება „წითელი ეშმაკების“ გაწვრთნაა. ჟოზე მოურინიოს გაშვების შემდეგ „იუნაიტედი“ მაურისიოს განიხილავდა, თუმცა არჩევანი სულშერზე შეაჩერა.

საინტერესოა რამდენად მისაღები იქნება ასეთი ვარიანტი თავად ვალვერდესთვის. ბასკი სპეციალისტი საკმაოდ კვალიფიციურია და მისი „ბარსელონა“ შიდა ჩემპიონატში ფაქტობრივად უკონკურენტო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები