ახალი რეკორდი ლიგაზე - რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს
Aa
Aa

ახალი რეკორდი ლიგაზე - რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. „წითელმა ეშმაკებმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდეს. 

შეხვედრაში პირველი გოლი მატჩის 78-ე წუთზე გავიდა და ავტორი კვლავ კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ეს გოლი კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კარიერაში ისტორიული აღმოჩნდა.

რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისური კლუბების ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა. აქამდე არცერთი ინგლისური კლუბის მოთამაშეს ასეთი რამ არ გაუკეთებია. ასევე გეტყვით, რომ მეორე გოლი ჯეიდონ სანჩომ გაიტანა და ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო.

რონალდუს გოლი „ვილიარეალის“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები