პიოლი:
Aa
Aa

პიოლი: "ატლეტიკო დეტალურად შევისწავლეთ"

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „მილანს“ უმასპინძლებს. წარუმატებლობის შემთხვევაში „როსონერი“ ჯგუფში ჩარჩება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„“ატლეტიკო“ დეტალურად შევისწავლეთ. ჩემი გუნდისთვის სტიმულის მიცემა ადვილია. წინ დიდებული მატჩია დიდებული გუნდის წინააღმდეგ. ახლა ჯგუფიდან გასვლის უკანასკნელი შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მადრიდელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და მათთან თამაში ადვილი არასდროს არის.

ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი დონის გუნდებს დავუპირისპირდით და ყველამ ნათლად დაინახა, რომ მათთან თანაბრად შეგვიძლია თამაში. სამწუხაროდ ყველა მატჩში რაღაც დაგვაკლდა. „როხიბლანკოსთან“ გამარჯვებისთვის უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. „ფიორენტინასთან“ წავაგეთ, რადგან დაცვამ და ნახევარდაცვამ სუსტად ითამაშა. იგივე სიმეონეს გუნდთან არ უნდა განმეორდეს.“

სატურნირო მდგომარეობა

4 ტურის შემდეგ „მილანი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მესამეზე. პირველ პოზიციას 12 ქულით „ლივერპული“ იკავებს, ხოლო 5 ქულით „პორტუ“ მეორე ადგილზე მოგვევლინა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე „როხიბლანკოსაც“ და „როსონერისაც“ გამარჯვება სჭირდება. მატჩი 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და მადრიდელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები