აზრი შეიცვალეს - ბაიერნის სამი ფეხბურთელი აცრას გაიკეთებს
Aa
Aa

აზრი შეიცვალეს - ბაიერნის სამი ფეხბურთელი აცრას გაიკეთებს

ცნობილია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ 5 ფეხბურთელი კორონავირუსისგან დამცავ ვაქცინაციას არ აპირებს. საქმე კიმიხს, გნაბრის, მუსიალას, ჩუპო-მოტინგს და მიხაელ კუიზანს ეხება. ამის გამო მათ გარკვეული სახის რეგულაციები დაეკისრათ. ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან სამმა მოთამაშემ აზრი შეიცვალა და აცრას გაიკეთებს, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა უცნობია. The Athletic წერს, რომ ფეხბურთელებმა აზრი მას შემდეგ შეიცვალეს, რაც იმუნოლოგებთან, ფიზიოთერაპევტებთან და გუნდელებთან ისაუბრეს.

რეგულაციები არავაქცინირებულ ფეხბურთელებს

1 ნოემბრიდან გერმანიამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციის გამო სამსახურის გაცდენისთვის თანამშრომლებს კომპენსაცია აღარ ეძლევათ, თუ ისინი არ იქნებიან ვაქცინირებული. ვაქცინირებულ თანამშრომლებს კოვიდის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ან დადასტურებისას იზოლაციაში ყოფნის დღეები ჩვეულებრივ აუნაზღაურდებათ.

ახალი ჯარიმების ერთ-ერთი მსხვერპლი იოზუა კიმიხი გახდა, რომელმაც ვაქცინაციაზე უარი თქვა „პირადი მიზეზების გამო“ და უკვე მეორედ გადავიდა თვითიზოლაციაში. წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა კიმიხი და კიდევ 4 ფეხბურთელი დაიბარეს, რათა მათთვის ეცნობებინათ, რომ ხელფასები შეუმცირდებოდათ, სანამ ისინი იზოლირებულები იქნებოდნენ.

კიმიხი, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ერთკვირიანი კარანტინის შემდეგ 384 ათასი ევროს ზარალს ნახავს. Bild-ის ცნობით, ჯარიმების შესახებ კიმიხის გარდა, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა, ერიკ ჩუპო-მოტინგი და მიხაელ კუიზანსიც იყვნენ ინფორმირებულნი.

შეგახსენებთ, რომ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს კიდევ ერთი რეგულაცია შეეხოთ. მატჩების წინ, იმ სასტუმროში ვერ გაჩერდებიან, სადაც მათი თანაგუნდელები იმყოფებიან და შეხვედრებზე მისვლა ინდივიდუალურად მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები