დაბრუნდა - სერხიო რამოსი პსჟ-ს განაცხადშია
Aa
Aa

დაბრუნდა - სერხიო რამოსი პსჟ-ს განაცხადშია

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი სერხიო რამოსის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა იყო. ესპანელმა უკანახაზელმა მრავალწლიანი მადრიდული კარიერა დაასრულა, თუმცა ტრავმის გამო სერხიოს პარიზულ გრანდში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.

გუშინ პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ესპანელი უკანახაზელი სულ მალე დაბრუნებულიყო, თუმცა დაზუსტებით არაფერი უთქვამს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ესპანელი ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ განაცხადში იქნება და საჭიროების შემთხვევაში მოედანზეც გამოვა.

რამოსის ტრავმა

ჯერ კიდევ მადრიდის „რეალში“ თამაშის დროს ვეტერანმა ესპანელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და „პარი სენ ჟერმენში“ სწორედ ამ დაზიანებით გადავიდა. დღემდე რამოსმა პარიზული გრანდის 13 ლიგა 1-ის და 4 ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები