ტოჩინოშინის გამარჯვება - ქართველმა რიკიშიმ კაისეი დაამარცხა
Aa
Aa

ტოჩინოშინის გამარჯვება - ქართველმა რიკიშიმ კაისეი დაამარცხა

„ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირი, „კუიშუ ბაშო“ მიმდინარეობს და მე-10 დღეს, ქართველი სეკიტორი, ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირას, კაისეის დაუპირისპირდა. ლევან გორგაძეს ბრაზილიელ სუმოტორთან ბოლო პერიოდში არ უჭირდა და მეტოქე დღესაც დაამარცხა.

ტოჩინოშინმა ჩვეულ სტილში იასპარეზა, მავაში აიღო, უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და იორიკირის ილეთით მოიგო. ლევანმა მე-3 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსი შეინარჩუნა. ხვალ, გორგაძის მეტოქე ჩიიოშომა იქნება, რომელიც მე-7 მაეგაშირა გახლავთ და 4 შეხვედრიდან „ტოჩი“ 3-ში ჰყავს დამარცხებული.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში წაგება ჩაეთვალა. ასე რომ, 10 დღის შემდეგ, მის ანგარიშზე 3 მოგება და 7 მარცხია. ლევანმა ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს, რათა დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები