სამწუხარო ინფორმაცია - რომან დოლიძე ბრენდან ალენთან ბრძოლას ჩაეხსნა
Aa
Aa

სამწუხარო ინფორმაცია - რომან დოლიძე ბრენდან ალენთან ბრძოლას ჩაეხსნა

UFC-ის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს UFC Vegas 44-ის ეგიდით, რომელიც თბილისის დროით 5 დეკემბერსაა ჩანიშნული, ოქტაგონზე ვეღარ ვიხილავთ. დოლიძეს ბრენდან ალენის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები დარჩა და ალენთან ჯახს სწორედ ამიტომ ჩაეხსნა. როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად, რომანის მეტოქე კაილ დაუკაუსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენებურს Covid-19 დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ დოლიძეს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს გამართული. დოლიძემ ბოლოს 2021 წლის ივნისში იჩხუბა და ლაურეანო სტაროპოლის სძლია. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი მებრძოლი სრულად მალე გამოჯანმრთელდება და ოქტაგონზე უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები