Aa
Aa

"ჯგუფში პირველი ადგილი გვსურს" - ტუხელი იუვენტუსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. „ჩელსი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ტურინში გაიმართა მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. შეხვედრის წინ „არისტოკრატების“ თავკაცმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„რომელუ ლუკაკუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ არ ვიცი ითამაშებს თუ არა. მისი მდგომარეობა უკეთესია, თუმცა მას ახლა ექიმებთან აქვს კონსულტაცია. ყველაფერს მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგებთ. ჟორჟინიო მწყობრშია და ითამაშებს. ჰავერცს ბარძაყის სახსრის პრობლემა აქვს და განაცხადში არ იქნება.

გარისკვას არ ვაპირებთ. გამარჯვებას მაქსიმალურად ვეცდებით და ამისთვის მთელს ჩვენს გამოცდილებას, ხარისხს და კლასს გამოვიყენებთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა და აქედან გამომდინარე „იუვენტუსი“ უნდა დავამარცხოთ.“

სატურნირო ცხრილი

4 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 12 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს, ხოლო „ჩელსი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, „არისტოკრატების“ და „ბებერი ქალბატონის“ ხსენებული დაპირისპირება 23 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ გუნდების უკანასკნელი მატჩი იუვემ 1:0 მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები