ქართველმა პარამოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე 7 მედალი მოიპოვეს
Aa
Aa

ქართველმა პარამოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე 7 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება, მათ შორის: 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით.

ჩვენმა პარამოფარიკავეებმა 3 დისციპლინაში (ხმალი,რაპირა,დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს. აღსანიშნავია, რომ დაშნაში პირველად გამოვიდნენ და მაღალი შედეგი აჩვენეს:

ირმა ხეცურიანი - ხმლით და რაპირით ფარიკაობაში 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა;

გვანცა ზადიშვილმა - ხმალში ვერცხლი მოიპოვა;

ნინა თიბილაშვილმა- ხმალშირაპირაში და დაშნაში - 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;

ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩოგბურთელი, რომელსაც მსოფლიო ეძებდა, საზოგადოებაში გამოჩნდა
ჩოგბურთელი, რომელსაც მსოფლიო ეძებდა, საზოგადოებაში გამოჩნდა