678 სახეობის კერძი და ჩინური სამზარეულო -  პეკინი ზამთრის თამაშებისთვის ემზადება
Aa
Aa

678 სახეობის კერძი და ჩინური სამზარეულო - პეკინი ზამთრის თამაშებისთვის ემზადება

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს პეკინი უმასპინძლებს, სადაც მთელი რიგი სიახლეები იქნება: მაგალითისთვის, ტურნირის ორგანიზატორები 200 მილიონი ლიტრი წყლისგან ხელოვნურ თოვლს შექმნიან და გამოიყენებენ რობოტებს, რითაც მომსახურე პერსონალსა და გულშემატკივარს კორონავირუსისგან დაიცავენ.

პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 678 კერძისგან შემდაგრი მენიუ შეადგინეს, რომლებსაც თებერვალ-მარტში ათლეტებს შესთავაზებენ, ყოველდღიურად კი ხელმისაწვდომი იქნება  დაახლოებით 200 დასახელების კერძი. ამასთან, თამაშების სასადილოებში გამოიყენებენ ბიო-ჭურჭელს.

მენიუ  შემუშავებულია სპორტსმენთა სხვადასხვა დიეტური მოთხოვნების გათვალისწინებით და დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ემთხვევა ადგილობრივ ფესტივალს. მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საკვები სპორტსმენებს საშუალებას მისცემს სრულად გაეცნონ ჩინურ სამზარეულოს.

თამაშების დროს საზოგადოებრივი კვების სამსახური მკაცრად დაიცავს ეპიდსაწინააღმდეგო წესებს, კვების ზონები მომარაგებული იქნება პირბადეებით, ხელთათმანებით და სადეზინფექციო საშუალებებით. COVID-19-ის კონტროლის შესამსუბუქებლად ასევე ამოქმედდება დეზინფექციის, სიცხის საზომი მოწყობილობები და დამხმარე რობოტები.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს  2022 წლის 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვლამდე დასრულდება.ჩინეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლების კარს 2022 წლის 27 იანვარს გააღებს და სპორტსმენების მიღებას შეუდგება.

პეკინი 2022-ის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2 თებერვალს დაიწყება.

მომზადებულია ოლიმპიური კომიტეტის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები