რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა - მენიოს სასუოლოსთან ელოდებიან
Aa
Aa

რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა - მენიოს სასუოლოსთან ელოდებიან

სერია ა-ს გასულ ტურში „მილანი“ პირველად დამარცხდა. „როსონერიმ“ მარცხი „ფიორენტინასთან“ იწვნია და გუნდი საკმაოდ დამწუხრებულია, თუმცა დღეს მათთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ცნობილი ხდება, რომ კლუბის პირველი მეკარე მაიკ მენიო დიდი ალბათობით „სასუოლოსთან“ მატჩში დაბრუნდება. ფრანგმა მეკარემ ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო და ამის გამო „მილანის“ ბოლო 6 დაპირისპირება გამოტოვა.

მენიომ „მილანის“ პირველი 7 მატჩიდან კარი მშრალად სამჯერ შეინახა და ფრანგი კიპერით იტალიაში საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ. ამ დრომდე „როსონერის“ კარს ჩიპრიან ტატარუშანუ იცავდა.

Football Italia წერს, რომ ოქტომბერში გაკეთებული ოპერაცია მენიოსთვის სასიკეთოდ დასრულდა, რეაბილიტაციის პროცესმა იდეალურად ჩაიარა და ფრანგი კარის დარაჯი ვადაზე ადრე დაბრუნდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მაიკს „სასუოლოს“ წინააღმდეგ ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები